
ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაძე (სტენდალი)
თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ათეიზმი მისთვის ნაკლებ შეურაცხმყოფელია, ვიდრე რელიგია( ჯიულ გონკური)
თუ ახალი რელიგიის შექმნა გსურთ, მაშინ მიეცით ნება ჯვარს გაცვან და აღსდექით მესამე დღეს. (შარლ მორის დე ტალეირანი)
თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა. (ფრიდრიხ შილერი)
სამწუხაროდ , ყოველი მეორე ბლოგი, რომელიც რელიგიურ თემაზეა, ეკუთვნის ათეისტებს..
ყოველ მათგანს თვისი არარელიგიურობის( ღმერთის არარსებობის) დასამტკიცებლად მოჰყავს ამ ადამიანთა გამონათქვამები...
თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი აღმოჩენებით საუკუნეებს გაუსწრეს და ამისთვის ღმერთს მადლობას სწირავდნენ, მაგ.
ბეკერელმა, როცა ათომური ბომბი აღმოაჩინა, თქვა, რომ, ეს ღმერთის დახმარებით გააკეთა.
ასევე ნიუტონი - ფუნდამენტური ფიზიკის მამამთავარი, ბევრი მათემატიკური განტოლებების ავტორი და სხვა ძალიან მ9ორწმუნე იყო.
ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“
- წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების
მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ
სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს.
ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი
სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო
ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების
გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა
ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და
ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა
და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც
სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების
ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.
რლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის
ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით
შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას
პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო
მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.
ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის
მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და
განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი,
კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს
ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი,
კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს
დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის
ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი
ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს
უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა
არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის
სამშობლოში.
ღმერთის არ არსებობა ადამიანური სისუსტეა! ღმერთის არარსებობა ვერ დამტკიცდება! რადგან იგი ბიოლოგიურად არ შეიმჩნევა.
ReplyDeleteარ არსებობს ადამიანი, რომელმაც მე მიხილოს და ცოცხალი დარჩეს. ეუბნება ღმერთი მოსეს. თუმცა ღმერთის ზურგი დაინახა მოსემ, როგორც არის გადმოცემული და მოსეს სახეში ვერავინ უყურებდა, ისეთი ნათელი ქონდა!
ღმერთი ჩვენ დავინახეთ ადამიანად მოსული. ეს დაინახეს: 100 000 ზე მეტმა მოწამე, ქეთევანმა, შალვა ახალციხელა, ევდემოზმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა. და სხვა მრავალმა.
ათეიზმი ადამიანის პოზიცია ვერ გამოდის! ათეიზმი მიიღება, ადამიანის არასწორი დამოკიდებულებით სარწმუნოებაზე, თვითნებურად განმარტებაზე და ა.შ. ძირითადა, ათეისტები ისეთი ადამიანები არიან, რომელმაც საბჭოთა კავშირის პერიოდი განვლეს. ან ისეთი ადამიანებისთვისაა ათეიზმი მისაღები ვარიატი, რომელნიც თავაშვებულები ცხოვრობენ, მატერიალიზტები არიან! მათთვის ღმერთი ზედმეტი იქნება.
ატომური ბომბის შემქმნელი ამ საძაგლობას, რომ ღმერთის შთაგონებას აბრალებს მე პირადად მაფიქრებინებს რომ ღმერთი ბოროტებაა :) ჩემი აზრით ღმერთისთვის მსგავი რამის დაბრალება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს მაშინაც კი როცა ისეთ ბოროტებას ქმნის როგორიც ატომური ბომბია :)
ReplyDeleteალისე კეთილაძე უაზრო აზროს ყყოფილხარ და ბომდე არ იცკ სინამდვილე ალბერტ აინშტაინმა ატომი მოლეკულად გახლიჩა. მას არ შეუქმნია ტომი ატლმი შექმნეს ადამაინებმა ალბერტ აინშტაინმა მისი ყველა ნაშრომი დაწვა და მან თქვა მე მოლეკულა გავხლიჩე ადამაკნების კეთილდღებოისთვის და არა ატომის შესაქმნელად. როცა რამეს დააბრალებ ადამიანს ჯერ მისი ისტლრია და ფაქტები გადაამოწმე და მერე გააღე პირი
ReplyDelete