ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რელიგია და მეცნიერება აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებაა და შეუძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ''იარსებონ''. თუმცა სხვათა აზრით, ესენი უნდა განვიხილოთ ერთ კონტექსტში და ერთ-ერთი მათგანი უნდა გავმიჯნოთ მეორესაგან. კითხვაზე ''მეცნიერება და რწმენა არის თუ არა ურთიერთთავსებადი'' მოვიყვან ორი ცნობილი მეცნიერის პასუხებს:
ფრენსის კოლინზი - ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი გენეტიკოსი, ფიზიკოსი და მორწმუნე - პოპულარული ენით გადმოგვცემს სამყაროს შექმნისა და დედამიწაზე სიცოცხლის დაბადების, ასევე „დნმ“ - ს აგებულების შესახებ თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენებს და მსჯელობს მის რელიგიასთან ურთიერთგადაკვეთის წერტილებზე - „მეცნიერული ათეიზმის“, კრეაციონიზმის, „გონიერი ჩანაფიქრის“ და ბოლოს, „თეისტური ევოლუციონიზმის“ მეშვეობით, რომლის მიმდევარიც გახლავთ იგი.
აი რას ამბობს კოლინზი კითხვაზე, მეცნიერება და რწმენა არის თუ არა ურთიერთთავსებადი', ის პასუხებს შემდეგნაირად:
დიახ. ღმერთის არსებობა ან არის სიმართლე, ან არა. მაგრამ, რაკიღა ამ საკითხს მეცნიერული ახსნა უნდა მივცეთ, მაშასადამე, ჩენ ვუშვებთ, რომ მეცნიერებას აქვს უნარი ამაზე გაგვცეს პასუხი. ჩემი თვალსაზრისით, რადგან ღმერთი ვერ შემოიფარგლება არსებული ბუნების ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მეცნიერება ვერ შეძლებს რეალურად განსაზღვროს მისი არსებობა.
რიჩარდ დოკინზი - ინგლისელი ანთროპოლოგი, გეოლოგი, ევოლუციონისტი და ცნობილი ათეისტი:დიახ. ასწლეულების განმავლობაში, ღვთის ფიზიკურ ბუნებაში არსებობის მთავარ
დამადასტურებელ არგუმენტს წარმოადგენდა, ე.წ. გონიერი ჩანაფიქრის
არგუმენტი: ასეთი ლამაზი და ბრწყინვალე, ამასთანავე აშკარად წინასწარი
დანიშნულებით დაბადებული ცოცხალი არსებები, მხოლოდ გონიერ დამპროექტებელს
უნდა შეექმნა. თუმცა დარვინმა ეს ყველაფერი უბრალოდ ახსნა. მისი გზაარსი -
თანდათანობით დახვეწაში, გაუმჯობესებაშია უმარტივესი საწყისიდან
პატარ-პატარა სულ უფრო მზარდი ნაბიჯებით უფრო რთულისკენ, უფრო
დახვეწილისკენ, უფრო სრულქმნილი შემგუებლობისკენ. ცალ-ცალკე აღებული,
განვითარების თითეული ნაბიჯი სრულიად წარმოუდგენელია გავაცნობიეროთ. მაგრამ
საკმარისია ამ ყველაფერს დავამატოთ მილიონი წელიწადი და ჩვენ მივიღებთ
დაუჯერებელ მონსტრებს, როგორიცაა ადამიანის ტვინი, ან გაზაფხულის წვიმა.
მხოლოდ ეს მიზეზიც კმარა, რომ არ გავაკეთოთ დასკვნა, თითქოს მხოლოდ ღმერთს
შეუძლია შექმნას ის, რაც ასეთი რთულია.
Лишь 15 % американских ученых считают, что наука и религия противоречат друг другу
ReplyDeletehttp://www.sedmitza.ru/news/2508419.html
ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.
ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება
ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა“.
სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი, 275 მეცნიერთან მოხდა პირდაპირი შეხვედრა,ხოლო დანარჩენებთან სატელეფონო გასაუბრება.
„საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს არისტოკრატულ, არარელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს“-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა.
ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის“ და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს“.
ინტერვიუ სოციოლოგთან
http://www.readthespirit.com/explore/701-science-vs-religion-interview-elaine-howard-ecklund.html
3)
სოციოლოგიის დეპარტამენტი
Department of Sociology
Elaine Howard Ecklund, Ph.D.
http://sociology.rice.edu/Content.aspx?id=117
4)
სტატია ვაშინგტონ პოსტში
http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2010/05/28/AR2010052801856.html
http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982
5)
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
http://www.cardus.ca/comment/article/2464/what-scientists-believe/
6 )
აუდიო ჩანაწერით
Science vs. Religion: An Interview with Elaine Howard Ecklund
http://www.cardus.ca/audio/2521/
7 )
Oxford University Press
Reviews
Science vs. Religion
What Scientists Really Think
Elaine Howard Ecklund
http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982
8 )
Лекция в колледже Кальвин
Lecture by Elaine Howard Ecklund at Calvin College, speaking on science, atheism, and people of faith.
http://www.youtube.com/watch?v=L68W5jRBS7Q
10 )
JAMES A. BAKER III
Institute for Public Policy
R I C E U N I V E R S I T Y
http://bakerinstitute.org/events/scientists-vs.-religions-what-scientists-really-think/
2 )
The Meaning of Being Human: A Discussion on Religion and Medicine
Scholars discuss how new technologies could change what it means to be human. Part of the Religion and Public Life Lecture Series.
http://bakerinstitute.org/events/the-meaning-of-being-human-a-discussion-on-religion-and-medicine/
11)
ინტერვიუ
http://www.youtube.com/watch?v=x878pUIudHY
12 )
The Religious Beliefs of Scientists - a Sociological Analysis
Research seminar given by Prof. Elaine Howard Ecklund
Dr Elaine Howard Ecklund
6 March 2012
http://www.st-edmunds.cam.ac.uk/faraday/Multimedia.php?ItemID=Item_Multimedia_462&Flash=Medium&Mode=Add&Play=Video_stream&width=720&height=460