- რელიგიის ისტორია
- მეცნიერება და რელიგია დღეს
- ცნობილი ადამიანები და მათი აზრი რელიგიაზე
- ვიდეოები, რომლებშიც იქნება საუბარი ათეისტებზე, ასევე პირდაპირი შეხვედრა ათეისტებთან
- სლაიდები(წმინდა ადგილები)
- მეცნიერება და რელიგია. დისპუტი
ძალიან მაინტერესებს რელიგია და მასთან დაკავშირებული ისტორიული კითხვები, რომელზეც დღესდღეობით ყველას განსხვავებული პასუხები აქვთ, 'რა არის სიცოცხლე?' 'რისთვის მოვედით?' 'რატომ გაგვაჩინა ღმერთმა?'....და კიდევ ბევრი ასეთი.შეიძლება გაგიკვირდეთ რაღა მაინცდამაინც რელიგია აირჩიეო, მაგრამ, ხომ იცით თანამედროვე ადამიანი გარემოცულია სხვადასხვა რელიგიებითა და ცრურწმენებით, რომლებიც პარადოქსულ სიტუაციაში ვარდებიან - ირწმუნონ თუ არა ღმერთი? ბევრ ადამიანს ამ ყველაფრის პასუხიც აქვს და ახსაც შეუძლია, ბევრსაც კიდე არა, ან საერთოდ, ღმერთის არსებობის არ სჯერა. უბრალოდ, ძალიან მაკვირვებს - რატომაა ამდენი რელიგია, და თითოეულში კიდე განსხვავებული ღმერთი, არადა ჩვენ ვიცით, რომ ’’თითქოს’’ღმერთი ერთია და ამიტომ მინდა, რომ ზოგიერთი რელიგიის, მაგალითად ინდუიზმის არაჭეშმარიბის დამტკიცებაში ჩემი წვლილი შევიტანო (როგორც ვიცით, ამ რელიგიაში მილიონობით ღმერთია) .
ჩემი ბლოგის სათაურიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მომიწევს უძველესი ადამიანის რწმენა-წარმოდგენებისა და იმდროიდან დღემდე კაცობრიობის მიერ რწმენის პარალელურად გავლილი გზის ზოგადი დახასიათება.
ჯერ დავახასიათოთ, როგორი იყო რელიგიამდელი ეპოქა: მეცნიერთა აზრით, ადამიანი გაჩნდა 2.5 მილიონი წლის წინ, რასაც სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენებით ამტკიცებენ ,ამის შემდეგ, სავარაუდოდ, 35-40 ათასი წლის წინ წრმოიშვა პირველი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, ოღონდ დღევანდლურისაგან აბსოლუტურად განსხვავებული. მეცნიერთა და სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან.
უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკუ ლტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად., თავად მაგიამაც განიცადა განვითარების შესაბამისი ეტაპები, ესენია:ტოტემი, სული, მითი. შესაბამისად, სამივესთვის დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმი ( (ბერძნ."ანთროპოს" ნიშნავს ადამიანს, ხოლო მორფოს – სახეობას) არის ადამიანის თვისების გავრცელება ბუნების მოვლენებსა და საგნებზე. მათ ახასიათებთ ადამიანური თვისებები. ბუნება ცოცხალია და სულიერია. ანთროპომორფიზმი ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშანია.),ანიმიზმი (ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება.)და მაგია (ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე, ადამიანებზე და საგნებზე.მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია).
ტოტემის რწმენაში იგულისხმებოდა ცხოველის გაღმერთება, მოგვიანებით, ამასთან ერთად, მათი თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა წინაპართა სულების რწმენა. შემდეგ იყო მითი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში. ასეთი აზროვნების გამოა, რომ დღეს დაახლოებით ორასამდე რელიგია არსებობს, მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული.უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.ამ ოთხი უდუდესი რელიგიათაგან ბუდიზმი წარმოდგენილია, როგორც პირდაპირი ათეიზმი, რადგან ეს რელიგია კიარა, პრაქტიკული ფილოსოფია, ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგიაა.ვერც ინდუიზმი ჩაითვლება რელიგიად, რადგან ისინი აღიარებენ მილიონობით ღმერთს, რაც მოგვაგონებს უძველესი ადამიანის რწმენა-წარმოდგენებს.
პირდაპირ თემაზე გადავალ : დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომელსაც არათუ არ სწამს ღმერთი, არამედ ''აკრიტიკებს'' კიდეც მას, ამ მიმდინარეობას ათეიზმი ჰქვია, ანუ როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. სხვათაშორის, ათეიზმს ანუ უღმერთობას, რელიგიასაც ეძახიან, რაც მე ძალიან მაკვირვებს და მაღიზიანებს.
რაც შეეხება თვითონ ათეიზმს, თითოეული ათეისტის განათლებასა და კულტურიდან გამომდინარე მისი განსხვავებული ფორმები არსებობს. აუცილებელია ათეიზმის გამიჯვნა აგნოსტიციზმისაგან, რამეთუ ეს უკანასკნელი არ უარყოფს ზებუნებრივის არსებობას, აგნოსტიციზმის თანახმად, მისი შეცნობა უბრალოდ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. ათეიზმის გავრცელებას ხელს უწყობს მეცნიერების განვითარება, განსაკუთრებით, განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული, რაც საშუალებას იძლევა სულ უფრო და უფრო დამაკმაყოფილებლად აიხსნას სამყარო ღმერთის (ცნების) მოუშველებლად.ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ცნობილი გასაუბრებანაპოლეონსა და პიერ სიმონ ლაპლასსშორის:
გასაუბრება ნაპოლეონსა და პიერ სიმონ ლაპლასს შორის:
- ნაპოლეონი : ბატონო ლაპლას, თქვენს სისტემაში ვერსად წავაწყდი ღმერთის ხსენებას.
- ლაპლასი : ეგ ჰიპოთეზა არ დამჭირვებია.
მეცნიერთა გარკვეული ნაწილი არ ეთანხმებოდა ლაპლასს და აღნიშნავდა, რომ გულდასაწყვეტია ლაპლასის მომჭირნეობა იმ ჰიპოთეზის მიმართ, რომლის „ღირსებაც არის ის, რომ იგი ყველაფერს ხსნის“, ამაზე ლაპლასს ფრანგი იმპერატორისათვის მიუგია:
- ''ეგ ჰიპოთეზა, ბატონო ჩემო, ხსნის, უეჭველად, ყველაფერს, მაგრამ არაფრის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ჩემი კი, როგორც მეცნიერის მოვალეობაა, ისეთი ნაშრომების მოწოდება, რომელთაც შეუძლიათ წინასწარმეტყველება''. ეს არის მეცნიერული ათეიზმი ,რომელიც განისაზღვრება როგორც მიდგომა, რომლის მიხედვითაც რწმენის როლი სამყაროს ახსნაში ძალადაკარგულია. ლაპლასი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც თავს ათეისტად თვლიდა და სამყაროს ახსნაში ღმერთის ხსენებას აბსურდულად მიიჩნევდა.ეს რათქმაუნდა გულდასაწყვეტი ფაქტია თითოეული ჩვენთაგანისათვის.
- მეცნიერული ათეიზმის სიმბოლო - პიერ სიმონ ლაპლასი

- სამწუხაროდ, ლაპლასის შემდეგ, ათეიზმს ძალიან დიდი გასაქანი მიეცა და მეცნიერება ვითარდებოდა არა რაიმე ახლის აღმოსაჩენად, არამედ ცდილობდა აეხსნა ყველაფერი ღმერთის მოსაზრების გარეშე.
- დღესაც იგივე მდგომარეობაა, უმრავლეს ქვეყანაში, ზოგიერთში კი კატასტროფული სიტუაციაა ამ მხვრივ, აი სტატისტიკა:
- ევროპა:
- შვედეთი - 45—85 % ატეისტი
- დანია - 43—80 % ათეისტი
- ნორვეგია - 31—72 % ათეისტი
- ჩეხეთი - 54—61 % ათეისტი
- ფინეთი - 28—60 % ათეისტი
- საფრანგეთი - 43—54 % ათეისტი
- ესტონეთი - 49 % ათეისტი
- იაპონია - 64—65 % ათეისტი
- ვიეტნამი - 81 % ათეისტი
- რუსეთი - 10-23% ათეისტი
- ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში მოსახეობის ნახევარს არ სჯერა ღმერთის არსებობის.
ასეთი ყლეობა არასდროს არ წამიკითხავს :დდდ
ReplyDeletees ubralod davaleba iyo ert ert saganshi,blogi unda shegveqmna. da yle tavad xar ;)
Delete